ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრმა 160-ე საიუბილეო სეზონი გახსნა.
არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით და რეგულაციების შესაბამისად, საზეიმო საღამო, ღია სივრცეში – "მწვანე თეატრში" გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა ქეთევან მამუკელაშვილის მონოგრაფიის "ეფრო კლდიაშვილი" პრეზენტაცია და ნაჩვენები იყო ნაწყვეტი რეჟისორ კოტე აბაშიძის სპექტაკლის პრემიერიდან - "თქვენო უდიდესებულესობავ".
საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური კონკურსის "წლის საუკეთესო ნამუშევარი" შედეგები გამოცხადდა და გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატები დაესწრნენ.
ასევე, იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თეატრალური კავშირის წევრები, ევროპული თეატრების კონვენციის ოფიციალური დელეგაცია და საქართველოს თეატრალური საზოგადოების კონკურსში გამარჯვებულები.