სისხლის სამართლის საქმის აღძვრიდან რამდენიმე კვირისა და საქართველო აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების დაკავებიდან 3 დღის შემდეგ ბრალდება ოქორს მოწმის მისამართით სასულიერო პირის მხრიდან გაისმა. მღვდელმონაზონი ანდრია სარია საზღვრის დამდგენი კომისიის საქმიანობის გადაცდომაზე დაწყებულ გამოძიებაში არქიმანდრიტ კირიონის პირად ინტერესს ხედავს. სასულიერო პირი საპატრიარქოს უპირისპირდება და ქართულ ეკლესიას რუსული ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.
7 ტომიან საქმეში ერთ-ერთი მთავარი ჩვენება სწორედ არქიმანდრიტ კირიონს ეკუთვნის. ოქროს მოწმის გამოკითხვიდან ირკვევა, რომ დავით გარეჯელი მღვდელმსახური მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული საზღვრის დამდგენი კომისიის საქმიანობით დაინტერესებისკენ ხელისუფლებას 2014 წლიდან მოუწოდებდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყებენ სახელმწიფო ძალოვანი სტრუქტურები, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად დავით-გარეჯის საქმეზე მუშაობას. რამდენიმე წელში, მტკიცებულებებისა და საქმეში არსებული მასალების შესწავლის შემდეგ კი, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
საქალაქო სასამართლომ კომისიის ყოფილი წევრებს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულების ადვოკატებმა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თხოვნით მიმართეს და 20 - 20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მათ გათავისუფლებას მოითხოვენ.