19 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
თბილისის 133-ე სკოლის 29 მოსწავლე და 10 მასწავლებელი თვითიზოლაციაშია

თბილისში 133-ე საჯარო სკოლის მეექვსე კლასელს კორონავირუსი დაუდგინდა. 29 მოსწავლე და 10 მასწავლებელი თვითიზოლაციაში იმყოფება.

დამატებითი რეგულაციები ამოქმედდება თუ არა საჯარო სკოლაში, ეს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციაზეა დამოკიდებული.

"კურიერი" სკოლის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც სკოლის დირექტორმა ლიანა ფუტკარაძემ განაცხადა, რომ საკითხი ხვალ გადაწყდება.

"მოლაპარაკების რეჟიმში ვართ განათლების სამინისტროსთან და ეპიდემიოლოგებთან. მეექვსე კლასელს დაუდასტურდა და შემხებლობაში მყოფი მასწავლებელები და მოსწავლეები თვითიზოლაციაში გადადიან, ონლაინ გააგრძელებენ სწავლას. ვფიქრობთ, მთელი სკოლა ხომ არ გადავიყვანოთ ორ კვირიან პერიოდში დისტანციურ სწავლებაზე," - განაცხადა სკოლის დირექტორმა.

დღის ამბები