06 მაისი 2024,   07:05
ვრცლად
COVID-19-ით ინფიცირების შემდეგ დონალდ ტრამპი პირველ წინასაარჩევნო შეხვედრას დღეს გამართავს

COVID-19-ით ინფიცირების შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირველ წინასაარჩევნო შეხვედრას დღეს გამართავს.

ღონისძიება ფლორიდის ქალაქ სენფორდში, ადგილობრივი დროით 19 საათზე დაიწყება. წინასაარჩევნო შეხვედრის გამართვის შესახებ ინფორმაცია, სოციალურ ქსელ "ტვიტერში" თავად დონალდ ტრამპმა გაავრცელა.

გუშინ შტატების პრეზიდენტმა ტელეკომპანია "ფოქს ნიუსის" ეთერში თქვა, რომ მას აღარ აქვს კორონავირუსული ინფექცია და მას იმუნიტეტი განუვითარდა.

დღის ამბები