09 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
პოროშენკოს თქმით, ახალ საპატრულო პოლიციას, სავარაუდოდ, ეკა ზღულაძე უხელმძღვანელებს

პრორუსი სეპარატისტების მხრიდან მასშტაბური საბრძოლო მოქმედებების განახლების საფრთხე კვლავ არსებობს,-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პეტრო პოროშენკო დეპუტატების წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა და მთავარი ყურადღება უკრაინაში არსებულ ვითარებაზე საუბარს დაუთმო. მისი თქმით, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის 14 საბრძოლო–ტაქნიკური ჯგუფი იმყოფება, რომლის შემადგენლობაში 9 ათსზე მეტი ჯარისკაცია.

მიმართვაში პოროშენკომ უკრაინაში მიმდინარე რეფორმებზეც ილაპარაკა. მან ხაზი გაუსვა პროკურატურაში საკადრო ცვლილებების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ იქმნება ახალი საპატრულო პოლიცია, რომელსაც, სავარაუდოდ, ეკა ზღულაძე უხელმძღვანელებს.

დღის ამბები