დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი გამოკითხეს.
ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" პროკურატურაში დაუდასტურეს. გენერალურ პროკურატურაში ზურაბ ნოღაიდელის გამოკითხვის შესახებ მეტ დეტალს არ ახმაურებენ.
თავად ზურაბ ნოღაიდელმა "კურიერთან" საუბრისას საკითხის ირგვლივ პროკურატურაში გამოკითხვის ფაქტი დაადასტურა, თუმცა სხვა დეტალების დაკონკრეტებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.