12 სექტემბერი 2026,   06:03
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს "მერსედესისა" და "ტოიოტა ქამრის" მგზავრები დაიკითხებიან - პროცესზე ადვოკატები შუამდგომლობების დაყენებას აპირებენ

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესი განახლდება დღეს მცხეთის რაიონულ სასამათლოში. სხდომაზე იგეგმება ბრალდებულების, როგორც დაცვის მხარის მოწმეების გამოკითხვა. ადვოკატების ინფორმაციით, მათ შორის იქნებიან ტოიოტა ქამრისა და მერსედერის მგზავრები.

უფლებადამცველები რამდენიმე შუამდლომლობის დაყენებასაც აპირებენ, თუმცა კონკრეტულად რის მოთხოვნას გეგმავენ ისინი უცნობია.

არასრულწლოვან ლ. შ.-ს ადვოკატი ზაქარია გვიშიანის თქმით, დღეს სასამართლო პროცესზე დაიწყება დაცვის მხარის მტკიცებულებათა წარდგენა და გამოკვლევა. ადვოკატის თქმით, მხარე დღეს დუმილის უფლებას დაარღვევს  და სასამართლოს ჩვენებას მისცემს.

 

დღის ამბები