19 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
აქცია ოზურგეთში - სოფელ გურიანთას მოსახლეობა გზის მოწესრიგებას ითხოვს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივი მოსახლეობა შიდა გზის მოწესრიგების მოთხოვნით სოფლის ცენტრში შეიკრიბა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ უგზოობა მათ ბევრ პრობლემას უქმნის, ისინი ვერ მიდიან საყანე ფართობებთან. თითქმის მოწყვეტილნი არიან რაიონულ ცენტრს, რის გამოც სოფელში სასწრაფო დახმარების მანქანები და სხვა ტრანსპორტი ვერ მიდის.

აქციის მონაწილეთა თქმით, მათ ადგილობრივი ხელისუფლება დაპირდა, რომ სექტემბერში გზის დაგება დაიწყებოდა, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

ადგილობრივების თქმით, თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდება, ისინი არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ და სოფელში საარჩევნო პროცესი ჩაიშლება.    

დღის ამბები