03 მაისი 2024,   06:36
ვრცლად
ყარაბაღის კონფლიქტი თურქეთის ჩარევის გარეშე ვერ მოგვარდება - ილჰამ ალიევი

სომხეთი ჩვენს მილსადენებზე კონტროლის დამყარებას თუ ეცდება, შედეგი იქნება უმკაცრესი – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თურქულ ტელეკომპანია "ჰაბერტურკ"-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

გარდა ამისა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა მოლაპარაკების პროცესში თურქეთის ჩართვაზე. ალიევის თქმით, ყარაბაღის კონფლიქტი თურქეთის ჩარევის გარეშე ვერ მოგვარდება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კი რამდენიმე წუთის წინ ვიდეომიმართვა გავრცელა. ნიკოლ პაშინიანის თქმით, სომხეთმა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ოფიციალური ბაქო შეთავაზებულ სამშვიდობო წინადადებას არ განიხილავს და მოითხოვს მთიანი ყარაბაღის სტატუსი, აზერბაიჯანის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ განისაზღვროს.

დღის ამბები