17 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
საქართველოს ეკონომიკა COVID-19-ის პირობებში - ხელისუფლება მკაცრი რეგულაციების დაწესებას აღარ გეგმავს

ქვეყნის მკაცრ რეგულაციებზე გადასვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე საქართველოს ხელისუფლების პასუხი უარყოფითია. მთავრობაში აცხადებენ, რომ ეკონომიკა არ შეჩერდება, არჩევნები არ გადაიდება, კომენდანტის საათი არ იქნება.

დღეს გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა პროცესებს მართავს, თუმცა ისიც ითქვა რომ ჯერჯერობით კოვიდინფიცირებულების მატების შეჩერება მოსალოდნელი არ არის. 

ინფიცირების მზარდი რიცხვების ფონზე, არჩევნებამდე 16 დღით ადრე, პრემიერ მინისტრის განცხადება ოპონენტების კრიტიკის მიზეზი გახდა. ოპოზიცია მმართველ გუნდს მონაცემებით მანიპულაციასა და მოსახლეობის ვირუსით ირიბ დაშინებაში ადანაშაულებს. ოპონენტები მთავრობისგან იმის ახსნასაც ითხოვენ, თუ როგორ უნდა მისცენ ხმა თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფმა მოქალაქეებმა.

ხელისუფლების ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პროგნოზები ოპტიმისტურია. 

დღის ამბები