19 ნოემბერი 2024,   06:18
ვრცლად
სოსო ჯაჭვლიანს ნაკრების მწვრთნელები და მკლავჭიდელები ფედერაციის პრემიების მითვისებაში ადანაშაულებენ

კვერცხების სროლა, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება, - ხმაური მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციაში გრძელდება. დღეს დილის ათ საათზე დანიშნული გამგეობის სხდომა ჩაიშალა, რადგან შეხვედრაზე მისულ ფედერაციის პრეზიდენტს სპორტსმენებმა წყალი შეასხეს და კვერცხები ესროლეს. დაპირისპირების ამსახველი კადრები ექსკლუზიურად "კურიერმა" გადაიღო.

ფედერაციის პრეზიდენტს სოსო ჯაჭვლიანს ნაკრების მწვრთნელები და მკლავჭიდელები ღიად უპირისპირდებიან. მათი განცხადებით, წლებია მწვრთნელების პრემიებისთვის განკუთვნილი თანხის სოლიდურ ნაწილს, სოსო ჯაჭვლიანი იღებს. სპორტსმენების თქმით, 50/50-ზე პრინციპით, პრემიერი სისტემატიურად ნაწილდებოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ამ სქემას პროტესტი მოჰყვა, ჯაჭვლიანმა ლიცენზიების არარსებობის საბაბით, მწვრთნელები სრული შემადგენლობით დაითხოვა.

"ისეთ მწვრთნელებს გვიხსნის, რომელთანაც გუნდური პირველობა რომ გვაქვს წლებია და აყენებს ისეთ სპორტსმენებს და თავისიანებს, რომლებიც მკლავჭიდთან არანაირ შეხებაში არ არიან. უნდა რომ თვითონ როგორც უნდა ისე მართოს ფული იქნება თუ რა, არ უნდა რომ სხვამ ჩაიხედოს," - აცხადებს მკლავჭიდელი ირაკლი გაბრავა ფედერაციის ხელმძღვანელობაზე.

დღის ამბები