უბედური შემთხვევა მოხდა ასპინძის სოფელ რუსთავში. ორ წლამდე ბავშვს მანქანამ გადაუარა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მცირეწლოვანი გაჩერებული მანქანის ქვეშ შეძვრა, მძღოლმა კი ამის შესახები არაფერი იცოდა.
"რძეს რომ კრებს მოსახლეობაში, ფორდის მიკროავტობუსი, ეგ მანქანა იყო სახლთან გაჩერებული. ბავშვი არავის დაუნახავს. მძღოლი დაჯდა, დაქოქა და გადაუარა," - ამბობენ ადგილობრივები.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.