პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას 24 ნომრით იღებს, იმერეთში მაჟორიტარობის კანდიდატებთან, დავით გიორგაძესთან და ინდიკო ბერძენაძესთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.
პარტია "მოქალაქეების" წარმომადგენლები ადგილობრივებს საკუთარი პარტიის პროგრამას აცნობენ და მათ პრობლემებს ისმენენ.
ელისაშვილმა თანაგუნდელებთან ერთად წყალტუბო, ვანი, სამტრედია, ხონი, ბაღდათი,ზესტაფონი, თერჯოლა, ტყიბული და მიმდებარე სოფლები მოიარა, საარჩევნოდ გამოცემული გაზეთები დაარიგა და ამომრჩევლებს მაჟორიტარობის კანდიდატების ტელეფონის ნომრები დაუტოვა.