25 აპრილი 2024,   14:43
ვრცლად
აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ახალი სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ახალი სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხურმა მხარემ ზავი დაარღვია და ჯებრაილის მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

ერევანი ბაქოს საპასუხო ბრალდებას უყენებს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი პირველმა აზერბაიჯანმა დაარღვია.

შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც 18 ოქტომბრის 00.00-დან ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო, მხარეებმა გუშინ მიაღწიეს, თუმცა ზავი კიდევ ერთხელ დაირღვა.

პირველად სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე 10 ოქტომბერს, რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ, თუმცა შეთანხმება 24 საათში დაირღვა.

დღის ამბები