09 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
მორიგი სკანდალი FIFA-ს გარშემო

მორიგი სკანდალი FIFA-ს გარშემო. ორგანიზაციამ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციას ხუთი მილიონი ევრო გადაუხადა იმის სანაცვლოდ, რომ დუბლინს ორგანიზაციის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი არ შეეტანა.

ირლანდიის ფეხბურთის ასოციაცია 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო აპირებდა ჩივილს. ირლანდია-საფრანგეთის შეხვედრაში ტიერი ანრიმ გადამწყვეტი გოლი ხელით გაიტანა, რის შედეგადაც მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთი გაემგზავრა.

ეს კიდევ ერთი ეპიზოდია FIFA-ს წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაში. სკანდალი 27 მაისს დაიწყო, როდესაც შვეიცარიელმა სამართალდამცველებმა ამერიკელი კოლეგების მოთხოვნით FIFA-ს 7 მაღალჩინოსანი დააპატიმრეს.

დღის ამბები