19 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
"კოვიდ-19"-ის დიაგნოზით 1 კლინიკურ საავადმყოფოში მოთავსებული მოზარდი რეანიმაციაში აპარატზეა მიერთებული

მძიმე რჩება მოზარდის მდგომარეობა, რომელიც "კოვიდ-19"-ის დიაგნოზით 1 კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს. არასრულწლოვანი რეანიმაციაში აპარატზეა. 

"ინფორმაცია 15 წლის ბავშვზე კონფიდენციალურია, ამიტომ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით,"- უთხრა "კურიერს" თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა. 

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის ინფორმაციით კი, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და პაციენტი აპარატზე იმყოფება. 

კორონავირუსი დაუდასტურდა "ლელოს" ლიდერს მამუკა ხაზარაძეს. რომელიც აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში იყო. 

ბადრი ჯაფარიძის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე დღის წინ მხარდამჭერთან სელფი გადაიღო, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა. 

კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლა, სადაც "კოვიდ-19" ორ მოსწავლეს და ერთ მასწავლებელს დაუდასტურდა. 

"ეპიდემიოლეგებისგან მივიღეთ რეკომენდაცია, რომ 1-6 კლასი, 28 ოქტომბრამდე მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე გადაგვეყვანა,"- უთხრა "კურიერს" თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა გიორგი შავლაძემ.

COVID-19 დადასტურდა თბილისის ასევე 147-ე და 117-ე სკოლებში. 117-ე სკოლის დირექტორის განცხადებით, სკოლაში ვირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, რადგან მასწავლებელს და ექიმს, რომელსაც კოვიდინფექცია ლაბორატორიულად დაუდასტურდათ, მოსწავლეებთან შეხება არ ჰქონიათ. 

დღის ამბები