08 სექტემბერი 2026,   04:27
ვრცლად
თელავის პირველ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციური რეჟიმში გაგრძელდება

თელავში მეფე ერეკლე II-ის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციური რეჟიმში გაგრძელდება. ამის შესახებ კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მიზეზი ერთ-ერთი პედაგოგის კორონავირუსით ინფიცირებაა. 

ირაკლი შიოშვილის თქმით, მასწავლებელთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია და ტესტირებისთვის მათ ბიოლოგიურ ნიმუშებს აიღებენ. 

ირაკლი შიოშვილის ინფორმაციით, ოთხ მუნიციპალიტეტში დაიკეტა ქორეოგრაფიული,მუსიკალური და სპორტული წრეები, სადაც ჯგუფური სწავლება მიმდინარეობს.

სპეციალისტების განმარტებით, Covid - 19 ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად, რეგიონში  ეპიდსიტუაცია მართვადია.

დღის ამბები