09 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
ჰაკერებმა აშშ-ს სამთავრობო უწყებების თანამშრომლების მონაცემები მიითვისეს

შეერთებული შტატების სამთავრობო უწყებებში მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების პერსონალური მონაცემების გადინება დაფიქსირდა.

ეროვნული უშიშროების უწყების ინფორმაციით, ჰაკერებმა 4 მილიონი ადამიანის მონაცემი მიითვისეს. სისტემაში შეღწევა შეერთებული შტატების საზღვრის გარედან დაფიქსირდა.

სააგენტო „როიტერი“ და სხვა საინფორმაციო საშუალებები ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ მონაცემთა ქურდობა ჩინეთიდან მომხდარიყო.

 

დღის ამბები