09 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
იტალიელმა სამართალდამცველებმა 12 ტონა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

იტალიელმა სამართალდამცველებმა 12 ტონა ნარკოტიკული საშუალება ჰაშიში ამოიღეს. ანტინარკოტიკული ოპერაცია ზღვაში სანაპიროსთან ჩატარდა. პოლიციამ თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი გააჩერა, სადაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს.

სამართალდამცველების განცხადებით, ჰაშიში 400 პაკეტად იყო დაფასოებული, თითოეული მათგანი კი 30 კილოგრამს იწონიდა. ძალოვანებმა გემის ეკიპაჟის 10 წევრი დააკავეს.

დღის ამბები