09 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
მიუნხენში დიდი შვიდეულის სამიტის ბოიკოტირების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

მიუნხენში დიდი შვიდეულის სამიტის ბოიკოტირების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. მსვლელობაში 30 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე კი წესრიგს 17 ათასი სამართალდამცველი იცავდა. მომიტინგეებმა მიუნხენის რკინიგზის ცენტრალურ სადგურში პოლიტიკოსების კარიკატურები გამოფინეს და ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერები არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებასა და ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს.

დიდი შვიდეულის სამიტი ბავარიაში კვირას იხსნება. რუსეთი შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად კვლავ არ მიიწვიეს. კანადის პრემიერის განცხადებით, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია, მისი ადგილი დიდ შვიდეულში არ არის.

 

დღის ამბები