26 აპრილი 2024,   16:34
ვრცლად
სამეგრელოში შეირაღებულმა თავდამსხმელებმა თხილით დატვირთული მიკროავტობუსი გაიტაცეს

სამეგრელოში შეირაღებულმა თავდამსხმელებმა თხილით დატვირთული მიკროავტობუსი გაიტაცეს.

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, შემთხვევა ხობის შესასვლელთან მოხდა. თავდასხმის დროს მიკროავტობუსში ორი მგზავრი იმყოფებოდა. ამ დროისთვის ორივე მათგანი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიცია ინტენსიურ რეჟიმში ატარებს საგამოძიებო ღონისძიებებს.

 

დღის ამბები