20 აპრილი 2024,   16:55
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში "COVID-19-ით გარდაცვალების 3, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 1 შემთხვევა დაფიქსირდა 

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით გარდაცვალების 3 და ინფიცირების 133 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის დე ფაქტო სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ინფიცირების მაჩვენებელმა 3 ათასს გადააჭარბა.

ამ ეტაპზე, გუდაუთის ჰოსპიტალში 119 ინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 31-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ მთავრობის ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა 31-ს, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 1200-ზე მეტს შეადგენს.

კორონავირუსის მქონე 84 წლის პაციენტის გარდაცვალების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმიც. ჯანდაცვის ე.წ. სამინისტროს ცნობით, ეს რეგიონში კოვიდინფექციით გარდაცვალების მეორე შემთხვევაა.

დღის ამბები