"ევროპული საქართველოს" წევრი და ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა მზადაა, ჩაენაცვლოს ზუგდიდში, საქართველოს ბანკში აყვანილ მძევლებს. ამის შესახებ მან "კურიერთან" საუბრისას განაცხადა.
"ძალიან სამწუხაროა ის, რომ პოლიციას არ ჰყავს სპიკერი, რომ საზოგადოებას პერიოდულად რაღაც ინფორმაცია მიაწოდოს, ეს აუცილებელია ასეთ დროს. სიტუაციის მართვას ამავე დროს სჭირდება პანიკის მართვას. ზუგდიდში ახლა პანიკური სიტუაციაა.
მე, თუ ისმენს გამტაცებელი, მის შესახებ არაფერი ვიცი, ვიცი, რომ მას აქვს ავტომატი და "ლიმონკა", მინდა მივმართო, სამი მძევალია დარჩენილი რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და მზად ვარ ჩავენაცვლო მათ. მე არ ვიცი რა მოთხოვნა აქვს მას, უნდა ფული, თუ უიმედო სიყვარული, ამაზე მე ვერ ვიმსჯელებ, ფაქტი არის, რომ კატასტროფული სიტუაცია... მზად ვარ ჩავენაცვლო, ეს არც ვაჟკაცობანაა, უბრალოდ სწორი და ლოგიკური იქნება იმისთვის, რომ ტყვიის გასროლის გარეშე დასრულდეს ეს ყველაფერი," - განაცხადა უგულავამ.
უგულავას ინფორმაციით, გამტაცებელმა კოლხიდიდან მოიტაცა მანქანა და შემდეგ შეიჭრა ბანკში.