"კურიერის" ინფორმაციით, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში, სადაც თავდამსხმელებს მძევლები ჰყავთ აყვანილი, მძევლებს შორის ქალაქის მერის ოჯახის წევრიც არის.
ზუგდიდის ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში შეირაღებული პირები შეიჭრნენ, რომლებიც ამ დრომდე შენობაში რჩებიან. "კურიერის" ინფორმაციით, ამ დრომდე შენობაში რჩება ბანკის რამდენიმე თანამშრომელიც.