09 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
დონბასში უკრაინის ქვედანაყოფები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია

დონბასში უკრაინის ქვედანაყოფები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ეს გადაწყვეტილება ქალაქ მარინკასთან პრორუსი სეპარატისტების მიერ განხორციელებული შეტევის შემდეგ მიიღეს. ბრძოლები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მებრძოლებმა სამთავრობო ძალების პოზიციების შტურმით აღება სცადეს, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა მათი იერიში მოიგერიეს.

დღეს ამ თავდასხმას პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. პეტრო პოროშენკოს განცხადებით, შტურმში 1000 მებრძოლი მონაწილეობდა, დაკავებულია 12 მათგანი, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებიც არიან.

დღის ამბები