24 დეკემბერი 2024,   07:45
ვრცლად
43 მძევალი გათავისუფლებულია და ისინი პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა - შსს განცხადებას ავრცელებს

ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, თავდამსხმელს 43 მძევალი ჰყავდა აყვანილი, ყველა მათგანი გათავისუფლებულია. 

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა და აქტიურად მიმდინარეობს.

"კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ოპერაციის განხორციელებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.

ამ ეტაპზე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია და ისინი პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები," - ნათქვცამია შსს-ს განცხადებაში. 

დღის ამბები