09 ოქტომბერი 2024,   04:37
ვრცლად
აშშ კიბერთავდასხმაში ჩინეთს ადანაშაულებს

ამერიკის შეერთებული შტატები მასშტაბურ კიბერთავდასხმაში ჩინეთს ადანაშაულებს. ჰაკერებმა შეერთებული შტატების სახელმწიფო სექტორის თანამშრომლების მონაცემთა ბაზა გატეხეს და 4 მილიონამდე ამერიკელის მონაცემები მოიპოვეს.

კიბერშეტევა ჯერ კიდევ დეკემბერში მოხდა, თუმცა მომხდარი შესაბამისმა სამსახურებმა მხოლოდ აპრილში აღმოაჩინეს. თავდასხმას შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიურო იძიებს.

ამერიკელთა ბრალდებებს უკვე გამოეხმაურა ჩინეთის ხელისუფლება და ვაშინგტონის განცხადებებს უპასუხისმგებლო უწოდა.

დღის ამბები