ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ტესტირება გუშინ 400-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 123 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ, მათგან 27 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ოკუპირებულ რეგიონში პანდემიის პერიოდში COVID-19-ით 33 ადამიანია გარდაცვლილი.