19 აპრილი 2024,   17:55
ვრცლად
ევროსასამართლომ უჩა ილაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა - განხილვა მეგობრული შეთანხმებით დასრულდა

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში დასრულდა საქმე "უჩა ილაშვილი საქართველოს წინააღმდეგ". განმცხადებლის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ორგანიზაცია "უფლებები საქართველოს" იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი იცავდა.

საჩივარი შეეხებოდა 2019 წლის 23 მარტს გურჯაანის რაიონის პოლიციის განყოფილებაში დაკავებული პირის ცემის არაეფექტიან გამოძიებას და კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის ფაქტს. უჩა ილაშვილის მიმართ საქართველოში დღემდე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმის განხილვა მეგობრული შეთანხმებით დასრულდა. მორიგების პირობების შესაბამისად, ბრალდების მხრიდან ილაშვილის მიმართ გამოყენებული იქნება განრიდება და შეწყდება სისხლის სამართლებრივი დევნა ასევე, განმცხადებელი მიიღებს მატერიალური და მორალური ზიანის ფინანსურ ანაზღაურებას 10 000 ევროს ოდენობით.

დღის ამბები