17 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
ქუთაისი გადაიქცევა ლოჯისტიკის, საჰაერო, სავაჭრო, ფინანსურ ეპიცენტრად - მამუკა ხაზარაძე

ქუთაისში "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და მაჟორიტარობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი წინასაარჩევნო ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან.

შეხვედრის დაწყებამდე დამსწრეებს პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ მიმართა.

"ანუ, უარს ვამბობთ წარსულ პოლიტიკაზე, ძველ სახეებზე. ვიწყებთ ახალ სვლას საქართველოს გამარჯვებისკენ, "ლელოსთან" ერთად, ახალი სახეებით, ახალი იდეებით, პროგრამით ვიწყებთ ახალ ცხოვრებას და ეს მოხდება 31 ოქტომბერს, მე ამაში დარწმუნებული ვარ.

მინდა ქუთაისიდან, ამ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ქალაქიდან, საქართველოს შუაგულიდან მივმართო ყველას - მეგობრებო, არ გავუშვათ ეს შანსი, რომ საქართველო ფეხზე დავაყენოთ, ეს არის ჩვენი შანსი, რომ ჩვენი შვილები, მომავალი და ქვეყანა გახდეს მიზიდულობის ცენტრი კულტურული, ფინანსური, რეგიონში წამყვანი ძალა.

ქუთაისისთვის გვაქვს ძალიან სერიოზული პროგრამა ჩვენი მარშალის გეგმის მიხედვით. ქუთაისი გადაიქცევა ლოჯისტიკის, საჰაერო, სავაჭრო, ფინანსურ ეპიცენტრად და ამისათვის ყველაფერი გამზადებულია. ანაკლიის პროექტი იქნება ორგანულ კავშირში ქუთაისთან და ეს ორი ძარღვი იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ამამუშავებელი ქართული ეკონომიკის.

"ლელო" გახდება მთავარი ოპოზიციური ძალა. ჩვენ 8 თვეში შევქმენით ყველაზე დიდი პარტია, ახალგაზრდული პროფესიონალთა გუნდი, 30 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი პროგრამა, რომლის მსგავსი არ დაწერილა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. პროგრამა, რომელიც 4 წელიწადში ქვეყანაში შექმნის ძლიერ საშუალო ფენას და საქართველო წელში ერთხელ და სამუდამოდ გაიმართება,"-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები