პარტიამ "ლელო საქართველოსთვის" ზუგდიდში წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა და სამეგრელოს სამ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ წარუდგინა.
შეხვედრას ვიდეოზარით შეუერთდა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძეც. ლიდერებმა ანაკლიის პორტსა და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე გაამახვილეს ყურადღება და განაცხადეს, რომ სწორედ "ლელოს" შეუძლია შექმნილი კრიზისიდან გამოსავლის პოვნა.
მათი თქმით, წარმოდგენილი კანდიდატების ღირსებების შესაბამისად ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვთ.