რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკმა, შესაძლოა, მალე მუსიკალურ ფესტივალებსაც უმასპინძლოს. ინიციატივის თანახმად, რომელიც სამოქალაქო პლატფორმა "რუსთაველებს" ეკუთვნის, ღია ამფითეატრმა ახალი დატვირთვა უნდა შეიძინოს.
ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ მთავარი მიზანია, რუსთავის სოციალურ-კულტურული განვითარების ხელშეწყობა, და ქალაქის უძველესი ტრადიციების აღდგენა.