27 აპრილი 2024,   22:01
ვრცლად
ბაღდათში მომხდარი ავარიის დროს ერთ-ერთი გარდაცვლილი 4 წლის ბავშვია

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიმში მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილთა შორის არის ერთი ოთხი წლის ბავშვი, ასევე დაღუპულია ბავშვის მამა, ბიძა და ბებია.

ბავშვის დედა და მეორე მცირეწლოვანი კი  საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი თხრილში გადავარდა.  ადგილზე სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

დღის ამბები