09 ოქტომბერი 2024,   04:37
ვრცლად
პოროშენკოს ხელისუფლებაში მოსვლამ უკრაინა რეფორმების გზაზე დააყენა - სააკაშვილის ინტერვიუ ნიუსვიკში

პოროშენკოს ხელისუფლებაში მოსვლამ პირველივე წელს უკრაინა რეფორმების გზაზე დააყენა, - ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს.

ნიუსვიკში გამოქვეყნებულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ქვეყანამ ნამდვილი ეროვნული პროგრესი განიცადა, როდესაც საკუთარი თავის დასაცავად უპრეცედენტო ძალისხმევა გამოავლინა. ”თუმცა, გამარჯვების ორმაგი მიზანი იგივე რჩება - რუსული ნეოიმპერიალიზმის შეკავება და ახალი საბჭოთა წყობისკენ სწრაფვის დამარცხება,” - ნათქვამია წერილში. 

თავად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნაზე კი ეკონომისტი წერს.

გამოცემის თანახმად, სააკაშვილს ბევრი სასარგებლო თვისება და დიდი გამოცდილება აქვს, რაც რეგიონისთვისა სასარგებლოა.

"როგორც არაადგილობრივი, სააკაშვილი არ არის გარეული ოლიგარქულ დაპირისპირებებში, რაც აზიანებს ოდესასაც და უკრაინის უმეტეს ნაწილსაც. ის ”ვარდების რევოლუციის” ლიდერი იყო და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცისკენ წაყვანა სცადა," - წერს ეკონომისტი.

 

ამასთან, სტატიაში აქცენტი გაკეთებულია იმაზე, ადგილობრივი კადრების რესურსი იყო თუ არა ამოწურული.  

”საბრძოლველად მომზადებული უკრაინისთვის ჩვეულებრივი ამბავი არ არის უცხოელების მიწვევა, თუმცა ეს აზრს იძენს, როცა ადგილობრივი ნიჭი კორუფციის დასამარცხებლად და დემოკრატიის დასამყარებლად საკმაოდ მწირია,” - ნათქვამია სტატიაში.

დღის ამბები