04 მაისი 2024,   23:39
ვრცლად
ჰუმანიტარული ზავის ამოქმედებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ყარაბაღში აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს კვლავ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

ჰუმანიტარული ზავის ამოქმედებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს კვლავ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედებისთანავე დაარღვია და რამდენიმე სოფელზე იერიში მიიტანა.

სომხეთის თავდაცვის უწყებაში კი ოფიციალურ ბაქოს სიცრუეში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა 8 საათსა და 45 წუთზე არაღიარებული ყარაბაღის თავდაცვის არმიის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

მხარეები ჰუმანიტარული ზავის დადებაზე შეერთებულ შტატებსა და ეუთოს მინსკის ჯგუფთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმდნენ.  ალიევსა და ფაშინიანს უკვე მიულოცა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა "ტვიტერის" საშუალებით. დონალდ ტრამპის განცხადებით, შეთანხმება ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს. გადაწყვეტილებას მიესალმება გაეროს გენერალური მდივანიც.

დღის ამბები