09 ოქტომბერი 2024,   04:36
ვრცლად
თურქეთში საარჩევნო მიტინგის დროს აფეთქება მოხდა

თურქეთის ქალაქ დიარბაქირში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა, დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.  

შემთხვევა ქურთების ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიტინგის დროს მოხდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია აფეთქება. ქურთების პარტიის ლიდერები მომხდარს პროვოკაციას უწოდებენ. 

თურქეთში ხვალ საყოველთაო არჩევნებია დანიშნული. წინასაარჩევნო გამოკითხვების მიხედვით, ქურთების პარტიას აქვს შანსი, მოიპოვოს ამომრჩეველთა 10%-ის მხარდაჭერა და პარლამენტში შევიდეს. 

დღის ამბები