09 ოქტომბერი 2024,   04:36
ვრცლად
რუსეთის ლიდერი ირწმუნება, რომ რუსეთი არავისთვის არ არის საშიში

რუსეთი არ არის საშიში და მოსაზრება, რომ ის ნატოზე თავდასხმას აპირებს, მხოლოდ არაჯანსაღ ადამიანს შეიძლებოდა, გამოეთქვა, – ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა იტალიურ გამოცემასთან ინტერვიუში გააკეთა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ზოგიერთი ქვეყანა რუსეთისადმი შიშით სპეკულირებს.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებს ატლანტიკურ ალიანსში ლიდერობის შენარჩუნება სურს და ამ მიზნით საგარეო საფრთხე ესაჭიროება. "ირანი საკმარისი არ იყო და ახლა ჯერი უკრაინაზე მიდგა. ჩვენ კი იძულებულები ვიყავით რეაგირება მოგვეხდინა," – ამბობს პუტინი.

"მსოფლიო იმდენად შეიცვალა, რომ საღად მოაზროვნე ადამიანებისთვის წარმოუდგენელია ფართომასშტაბიანი კონფლიქტი რუსეთსა და ნატო-ს შორის. ყველა ნაბიჯი, რომელსაც რუსეთი დგამს, პასუხია იმ საფრთხეებზე, რომელიც მოსკოვის მისამართით ჩნდება," - ამბობს პუტინი. 

დღის ამბები