09 ოქტომბერი 2024,   04:34
ვრცლად
პუტინს მტრული პოზიცია აქვს არჩეული და სანქციები ამ შემთხვევაში არაეფექტიანია - ეშტონ კარტერი

ვლადიმერ პუტინს მტრული პოზიცია აქვს არჩეული და სანქციები ამ შემთხვევაში არაეფექტიანია, – ეს განცხადება შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა დიდი შვიდეულის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.

მოლაპარაკებები დახურულ რეჟიმში გაიმართა, სადაც პენტაგონის ხელმძღვანელმა მეკავშირეებს მოსკოვის წინააღმდეგ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო კუთხით.

ეშტონ კარტერის თქმით, სანქციები უარყოფითად მოქმედებს რუსეთის ეკონომიკაზე, თუმცა ცხადია, რომ ამ ხერხმა ვლადიმერ პუტინს კურსი არ შეაცვლევინა.

მისი განცხადებით, რუსეთი არ მალავს, რომ მტრულად არის განწყობილი. შესაბამისად დასავლეთმა ეს ფაქტი უნდა აღიაროს და ახალ რეალობას მოერგოს.

დღის ამბები