19 ნოემბერი 2024,   07:22
ვრცლად
ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსს კორონავირუსი ჟურნალისტისგან გადაედო - ანდრია ჯაღმაიძე

ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია "კურიერს" მეუფე სტეფანემ დაუდასტურა. სასულიერო პირის თქმით, ვირუსი მასთან უსიმპტომოდ მიმდინარეობს. 

მეუფის განმარტებით, ბოლო დღეების განმავლობაში მას კომუნიკაცია არავისთან ჰქონია და არც ტაძარში მისულა. 

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გაავრცელა. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მეუფე სტეფანეს კოვიდინფექცია ინტერვიუზე მისული ჟურნალისტისგან გადაედო. 

"დღეს ბევრი ჟურნალისტი ინტერესდებოდა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს კორონავირუსით დაინფიცირების გამო.

როგორც თავად მეუფემ მაცნობა, მასთან წინა კვირას ინტერვიუზე იმყოფებოდა ჟურნალისტი, რომელსაც მეორე დღეს დაუდასტურდა ვირუსი.

ამის შემდეგ, სიფრთხილის გამო, მეუფე კონტაქტებისგან თავს იკავებდა და იყო ფაქტიურად თვითიზოლაციაში.

მომდევნო დღეებში მან ჩაიტარა ტესტირება და დადასტურების შემდეგ, როგორც რეკომენდირებულია, იმყოფება იზოლაციაში, საკუთარ რეზიდენციაში. დღეისათვის ავადმყოფობის სიმპტომები არ ვლინდება.

მეუფეს მსახურება არ შეუსრულებია გასულ კვირას, ასე რომ ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ მეუფის გარემოცვაში ამ შემთხვევას გავრცელება მოჰყვეს,"- წერს ანდრია ჯაღმაიძე

დღის ამბები