09 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
დიდი შვიდეული დიდი რვიანის ფორმატში რუსეთის დაბრუნებას არ განიხილავს

რუსეთის პოზიციებზე საუბარს დიდი შვიდეულის ლიდერები სამიტზე გააგრძელებენ, რომელიც გერმანიაში ხვალ იხსნება.

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა უკვე წინასწარ განაცხადეს, რომ რუსეთის დიდი რვიანის ფორმატში დაბრუნებას არ აპირებენ.

მიუხედავად ამისა, ანგელა მერკელი აცხადებს, რომ რუსეთი მაინც რჩება მნიშვნელოვან პარტნიორად სხვა პოლიტიკურ და დიპლომატიურ ფორმატებში, როგორიცაა მაგალითად ნორმანდიის ოთხეული და ირანის ექვსეული.

დიდი შვიდეულის სამიტი ბავარიაში ორდღიანი იქნება. შეხვედრა საპროტესტო აქციების ფონზე გაიხსნება. ციხე-სიმაგრესთან, სადაც მსოფლიო ლიდერები შეიკრიბებიან, უკვე შეკრებილები არიან ანტიგლობალისტები. დემონსტრანტებმა კარვები იქ წინასწარ გაშალეს.

დღის ამბები