მზარდი სტატისტიკის და პიკის მოლოდინში, არ არის გამორიცხული, რომ საქართველოში, ისევე როგორც ევროპის არაერთ ქვეყანაში, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდეს.
თუ მოქალაქეები მკაცრად დაიცავენ ამ რეგულაციას, სპეციალისტები ამბობენ, რომ ვირუსის გავრცელების ტემპი შესაძლოა 70 პროცენტით შემცირდეს.
სხვა მკაცრი რეგულაციები, კარანტინი ან სისტემური შეზღუდვები არ იქნება. ამ ეტაპზე მთავრობა სტრატეგიას არ ცვლის.
პანდემიის ეფექტური მართვის მიზნით კეთდება მოწოდება, რომ თითოეულ მოქალაქეს მოძიებული უნდა ჰქონდეს ინფორმაცია საკუთარი ოჯახის ექიმის შესახებ.
იმ შემთხვევისთვის, თუ სამედიცინო პერსონალის დეფიციტი შეიქმნება, მთავრობა სტუდენტებისგან დაკომპლექტებული რეზერვის მობილიზებას იწყებს.