25 აპრილი 2024,   02:04
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის პროცესი მცხეთის სასამართლოში დღეს განახლდება

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის პროცესი მცხეთის სასამართლოში დღეს განახლდება. დაგეგმილია ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა.

ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ მათ შორის იყვნენ საქმის მთავარი მოწმეები. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სასამართლოზე მათი დაცვის ქვეშ მყოფთა დანაშაულის დამტკიცება დღემდე ვერ მოხერხდა და ასეც გაგრძელდება, რაც ბრალდების აბსურდულობაზე მიუთითებს.

პროცესი მცხეთაში დილის 11 საათზე უნდა დაიწყოს.

დღის ამბები