09 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
ჩინეთში გემის ჩაძირვის შედეგად 400-მდე ადამიანი გარდაიცვალა

ჩინეთში გემის ჩაძირვის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 396–მდე გაიზარდა. იანცზის მდინარეში გემის მგზავრებს ამ დრომდე ეძებენ. 46 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

სამაშველო ოპერაციის შტაბის ინფორმაციით, უბედურ შემთხვევას მხოლოდ 14 ადამიანი გადაურჩა, მათ შორის გემის კაპიტანიც, რომელიც უკვე დაკავებულია და გამოძიებას ჩვენებას აძლევს.

მისი მტკიცებით, გემის ჩაძირვის მიზეზი ძლიერი შტორმი გახდა.

მაშველებმა უკვე გემის ამობრუნებაც შეძლეს, რამაც ოპერაციის ჩატარება გაამარტივა. ცხედრების უმეტესობა კაიუტებში აღმოაჩინეს.

დღის ამბები