ივერი მელაშვილი ადვოკატი პროკურატურას მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. ედუარდ მარიკაშვილის თქმით, მთავარი საგამოძიებო უწყება ამ დრომდე არ აძლევს დაკავებულს იმ რუკების ასლების გაცნობის საშუალებას, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში დევს.
საუბარია ნატალია ილიჩოვასგან ამოღებულ კარტოგრაფიულ მასალაზე, რაც საქმეში მტკიცებულებად დევს. მარიკაშვილი ამბობს, რომ მასალის გადაცემის მოთხოვნით პროკურატურას არა ერთხელ მიმართა.