პრემიერ-მინისტრი ზუგდიდშია. გიორგი გახარია ამ წუთებში გუბერნიაში იმყოფება, სადაც სავარაუდოდ საქმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შინაგან საქმეთა მინისტრისგან ისმენს.
სამართალდამცავები უკვე 6 დღეა რაც ბადრი ესებუას ეძებენ, თუმცა საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმასა და ტერორიზმში ბრალდებულის კვალს ჯერ ვერ მიაკვლიეს.
32 წლის ბადრი ესებუას საპოლიციო ძალები ყველა მიმართულებით ეძებენ. შს სამინისტრომ გუშინ, დღის ბოლოს დაადასტურა, რომ ესებუა სწორედ ის პიროვნებაა, რომელსაც ზუგდიდში, საქართველოს ბანკში მძევლების აყვანაში ადანაშაულებენ.
ბანკზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდიანრეობს. საუბარია კონკრეტულად სამ მუხლზე, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.