09 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
მიწისძვრას მალაიზიაში მსხვერპლი მოჰყვა

მიწისძვრას მალაიზიაში მსხვერპლი მოჰყვა. 6,1 მაგნიტუდის ბიძგები კინაბალუს რეგიონში დაფიქსირდა.

სტიქიის დროს მწვერვალის დასალაშქრად მთაზე 150–მდე ადამიანი იმყოფებოდა.

მიწისძვრის შემდეგ კინაბალუზე ქვათაცვენა დაიწყო და მეწყერი ჩამოწვა. შედეგად 11 ალპინისტი და მათი გიდი დაიღუპნენ. 8 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. მათი ძებნის ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მაშველებმა 130 ადამიანი მწვერვალიდან უვნებელი ჩამოიყვანეს.

მიწისძვრას მალაიზიის საბაჰის რეგიონში მცირე ნგრევაც მოჰყვა. დაზიანდა სახლები, სკოლისა და საავადმყოფოს შენობები.

დღის ამბები