სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება მოხდა.
ჩამსხვრეულია შენობის მინები, კედელი და "ლიბერთი ბანკის" ბანკომატი. თვითმხილველების განცხადებით, შემთხვევა დილის 3 საათზე მოხდა.
არსებობდა ვერსია, რომ აფეთქება ძარცვის მიზნით განხორციელდა, თუმცა მერიის და "ლიბერთი ბანკის" წარმომადგენლები ამას კატეგორიულად უარყოფენ. სავარაუდოდ აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა.
გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულიხმობს.