19 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
პირბადის ტარება შესაძლოა სავალდებულო გახდეს - ამირან გამყრელიძის თქმით, ამაზე საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, პირბადის ტარება, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. ამის შესახებ განცხადება ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა:

"ჯანდაცვის გაზომვათა ინსტიტუტმა საქართველოსთვის გააკეთა პროგნოზირება და გათვალა, რომ ჩვენთან 55%-ზეა პირბადის გამოყენების მაჩვენებელი, ჩვენი სამიზნეა 95%.

პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოზე აღნიშნა, რომ არ გამოირიცხება ჩვენ ეს შემოვიტანოთ მანდატორულად ყველგან. მაშინ, თუ ჩვენ ავედით 95%-ზე, მართლა სერიოზულად განახევრდება ინფიცირებულთა რაოდენობა," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები