19 აპრილი 2024,   14:03
ვრცლად
ვაზისუბანში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - სანადირო თოფით 55 წლის კაცმა ცოლი და მეზობელი მოკლა, ცოლისძმა და მეორე მეზობელი კი დაჭრა

სანადირო თოფიდან გასროლით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში 55 წლის კაცმა ცოლი და მეზობელი დახოცა, ცოლისძმა და მეორე მეზობელი დაჭრა და მიიმალა.

დაჭრილებს ამ წუთებში გურჯაანის "ჯეოჰოსპიტალსში" გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები. 

ამავე თემაზე
დღის ამბები