19 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
არჩევნები პანდემიის პირობებში - სპეციალისტების თქმით, საარჩევნო უბნებზე მისვლა გატარებული რეგულაციების პირობებში უსაფრთხოა

ქვეყანაში სტაბილიზაციის ნიშნები გამოიკვეთა. ბოლო 3 დღის განმავლობაში დღიურ ინფიცირებულთა რაოდენობას აჭარბებს გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, თუმცა მონაცემები სპეციალისტებისთვის დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

ცხელი წერტილი ისევ აჭარა, ქუთაისი და თბილისია - დედაქალაქში დღეს ყველაზე მაღალი, 683 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. დღეს ვირუსს 12 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

კორონავირუსი დაუდასტურდა ქალ ძიუდოისტთა ნაკრების 5 წევრს და მწვრთნელს. მათი ინფიცირების წყარო უცნობია. 

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ეპიდვითარების პარალელურად კორონავირუსის პირობებში არჩევნების ჩატარების საკითხიც განიხილეს. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ საარჩევნო უბნებზე მისვლა გატარებული რეგულაციების პირობებში უსაფრთხოა. 

ხვალ საარჩევნო უბნებზე მისულ მოქალაქეს პირბადე აუცილებლად უნდა ეკეთოს და დაიცვას პანდემიის პირობებში დაწესებული სხვა რეგულაციებიც, მათ შორის, დისტანცია.

 

 

დღის ამბები